This resolution is not supported!

უნიქარდი და მეტრომარტი მომხმარებლებს საახალწლო აქციას სთავაზობენ

24/12/2015

ტექნიკის ჰიპერმარკეტი მეტრომარტი და უნიქარდი მომხმარებლებს საახალწლო აქციას სთავაზობენ. აქციის პერიოდში ბარათის მფლობელებს გაორმაგებული ქულები და გრანდიოზული ფასდაკლება ყველა შენაძენზე ელით. გარკვეული პროდუქციის შეძენისას კი დამატებით საჩუქრები, რომელის არჩევაც თავად მომხმარებლებს შეუძლიათ. აქცია 24 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მეტრომარტის ყველა ჰიპერმარკეტში იმოქმედებს.

მეტრომარტი ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში და ტექნიკის ბაზარზე მომხმარებლებს ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს. სასურველი ბრენდის ტექნიკის არჩევა და შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი და რაც მთავარია, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, უპროცენტო განვადების სახით, გადახდის საუკეთესო პირობებით ისარგებლონ.