როიალ ბატონი უნიქარდის პარტნიორი გახდა
როიალ ბატონი უნიქარდის პარტნიორი გახდა. ბრენდი როიალ ბატონი ცნობილი სასტუმროს შატო მერე დაფუძნებლების ახალი, მასშტაბური პროექტია. როიალ ბატონი 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა. სასტუმროს შემადგენლობაშია:რესტორანი ღია ბარითა და ვერანდით ილიას ტბის ხედზე;საკონფერენციო დარბაზი; ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით;მარანი;საუნა;სიგარა რუმი.
როიალ ბატონი საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა. თბილისიდან საათნახევრის (146 კმ) სავალზე მდებარეობს.
სასტუმროები როიალ ბატონი და შატო მერე ღვინის კომპანია „ვინივერიას“ ბაზაზე დაფუძნდა. ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით "ვინივერია" თეთრი და წითელი ღვინის რამდენიმე სახეობას აწარმოებს. კახური და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის.
როიალ ბატონში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება უნიქარდზე. სასტუმრო მდებარეობს მისამართზე: ილიას ტბა, ყვარელი.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ