This resolution is not supported!

Hotels & Preference Hualing Tbilisi უნიქარდის პარტნიორი გახდა

17/12/2015

უნიქარდის ქსელს სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi შემოუერთდა.Hotels & Preference Hualing Tbilisi საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, Hotels & Preference-ის პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. თბილისის ზღვასთან მდებარე, ქალაქის ხმაურს მოშორებული პრემიუმ კლასის სასტუმრო განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილმდებარეობით გამოირჩევა, რაც აუცილებელი პირობაა მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.

სასტუმროს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერი კომფორტულ და სრულყოფილ დასვენებას უზრუნველყოფს. ფრანგული ღირებულებები, გემოვნებით შერწყმული ქართულ და აზიურ ტრადიციებთან ლობიში შესვლიდან იგრძნობა. Hotels & Preference Hualing Tbilisi სტუმრებს სთავაზობს ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, მყუდრო და სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 3 დამატებითი შეხვედრების ოთახით.

14 წლიანი გამოცდილების  მანძილზე Hotels & Preference მთავარ ღირებულებად უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და ინოვაციურ, თანამედროვე მიდგომებს ინარჩუნებს. ფრანგული ბრენდის პირველი სასტუმრო საქართველოში, 5 ვარსკვლავიანი Hotels & Preference Hualing Tbilisi სწორედ ამ ღირებულებებით მანსპინძლობს სტუმრებს.

ქულების დაგროვება შეგიძლიათ თანხის ნებისმიერი ფორმით გადახდისას, ნაღდი ანგარიშსწორებით, თუ საბანკო ბარათით. Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება უნიქარდზე. Hotels & Preference Hualing Tbilisi მდებარეობს მისამართზე: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი.