This resolution is not supported!

უნიქარდის პარტნიორი ლოპოტა სპა რეზორტი გახდა

16/12/2015

უნიქარდის ქსელს ლოპოტა სპა რეზორტი შემოუერთდა. თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 115 კილომეტრში, კახეთის ისტორიულ რეგიონში, სოფელ ნაფარეულში მდებარეობს ლოპოტა სპა რეზორტი - კავკასიის მთებით გარშემორტყმული ლოპოტას ხეობის პატარა სამოთხე, რომლის რეკრეაციული ზონა მილიონობით კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ლოპოტა სპა რეზორტი არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის.

რეკრეაციული ზონა მოიცავს კერძო ტბას შემდეგი ინფრასტრუქტურით: სასტუმრო, სპა, 3 რესტორანი, 2 ბარი, 4 საკონფერენციო დარბაზი, 4 საცურაო აუზი, ჯაკუზი, მინი გოლფის მოედანი, ორი ჩოგბურთის კორტი, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები, ღვინის მარანი, რუსული აბანო (საუნა), საბავშვო კლუბი და თავლა.

ლოპოტა სპა რეზორტში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.