This resolution is not supported!

ნოვა ფოსტა – ახალი პარტნიორი უნიქარდის ქსელში

10/12/2015

უნიქარდის ქსელს ახალი პარტნიორი ნოვა ფოსტა შეუერთდა. საფოსტო კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უცხოთიდან ამანათების ჩამოტანის სერვისს - მისამართებს მსოფლიოს 6 ქვეყანაში ინდივიდუალური ოთახის ნომრით. მოცემული მისამართები გამოიყენება ონლაინ მაღაზიებში მისათითებლად. ნოვა ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილებს 6 ქვეყნის მასტაბით:

● აშშ

● დიდი ბრიტანეთი

● საფრანგეთი

● იტალია 

● საბერძნეთი

● გერმანია

გარდა ამისა ნოვა ფოსტა ახდენს ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ნოვა ფოსტაში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდზე 2.5 ქულა გროვდება.

ქულების დასაგროვებლად მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ნოვა ფოსტას ვებგვერდზე http://novaposhta-shopping.ge/public/ge/profile  და ველში „უნიქარდი“ მიუთითოს უნიქარდის ნომერი. მათ ვისაც ჯერ კიდევ არა აქვთ უნიქარდი, შეუძლიათ ეწვიონ მისამართს http://www.unicard.ge/ge/registration, დააგენერირონ ვირტუალური უნიქარდი და მიაბან ნოვა ფოსტას პროფილს. მოგვიანებით, ვირტუალური უნიქარდის ფიზიკურ ბარათთან დასაკავშირებლად მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს უნიქარდის სატელეფონო ცენტრს ნომერზე (032) 2 555 222.

კომპანია ნოვა ფოსტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელზე მორგებულ ხარისხიანს სერვისს „მომავლის გზავნილი“-ს დევიზის ქვეშ უზრუნველყოფს.