ბელჰაუსში უნიქარდის საახალწლო აქცია დაიწყო
უნიქარდი და ბელჰაუსი მომხმარებლებს საახალწლო აქციას სთავაზობენ. აქციის პერიოდში, 10 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ბელჰაუსში მომხმარებლები მიიღებენ 20-40% ფასდაკლებას ავეჯზე და გაორმაგებულ ქულებს უნიქარდზე. ბელჰაუსი მომხმარებლებს განსაკუთრებულ საჩუქარს გასამმაგებული ქულების სახით 29,30,31 დეკემბერს და 13,14,15 იანვარს სთავაზობს. საახალწლო აქცია ბელჰაუსის სამივე მაღაზიაში მოქმედებს.
ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია 2012 წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და ლოიალური მომხმარებლების რიცხვი რამდენიმე თვეში გაიზარდა. ბელჰაუსის ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია სამი შოურუმით არის წარმოდგენილი. ყაზბეგის 12-ში ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანია. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსიუზრუნველყოფს მის მიწოდებას. ბელჰაუსის მაღაზიებში დეკორატიული ნივთების და ჭაღების შეძენისას უნიქარდზე ქულები არ გროვდება.
ბელჰაუსში სტანდარტულად ყოველ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება, ხოლო აქციის პერიოდში ყოველ 10 ლარზე 2 ქულა, 29,30,31 დეკემბერს და 13,14,15 იანვარს კი ყოველ 10 ლარზე 3 ქულა.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ