This resolution is not supported!

სასტუმრო „კონტინენტ კრონ პალას თბილისი“ უნიქარდის პარტნიორი გახდა

01/12/2015

უნიქარდის ქსელს კიდევ ერთი ახალი პარტნიორი შემოუერთდა - 4* თურქული ბრენდის სასტუმრო კონტინენტ კრონ პალას თბილისი. სასტუმრო  თბილისის ისტორიულ და ცენტრალურ რაიონში - ორთაჭალაში მდებარეობს. სასტუმროს ფანჯრებიდან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი.

კონტინენტ კრონ პალას თბილისში განლაგებულია რესტორანი, ბარი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, საუნა და სავარჯიშო დარბაზი. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყოველთვის მზად არის სტუმრების სურვილები აქციოს რეალობად.

კონტინენტ კრონ პალას თბილისში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე უნიქარდის 1 ქულა გროვდება. სასტუმროს მისამართია ორთაჭალა, ხეივნის 12/13.