This resolution is not supported!

აზზატო და უნიქარდი მომხმარებლებს გაორმაგებული ქულების აქციას სთავაზობენ

26/10/2015

საკონდიტროების ქსელი აზზატო უნიქარდის მომხმარებლებს გაორმაგებული ქულების აქციას სთავაზობს. 26 ნოემბრის ჩათვლით, ბარათის მფლობელებს აზზატოს 2 ფილიალში, აბაშიძის 34 და წერეთლის 59 ნომერში, ნებისმიერ შენაძენზე გაორმაგებული ქულები - ყოველ 10 ლარზე 3 ქულა დაერიცხებათ.

აზზატოს წარმატების საიდუმლო ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ნატურალური ევროპული (იტალიური, ფრანგული და ბელგიური) ინგრედიენტები და დახვეწილი დიზაინია. აზზატო საკუთარი ექსკლუზიური რეცეპტებითა და პროფესიონალთა გუნდით გამოირჩევა. თითოეული პროდუქტის შენახვის ვადა მკაცრად კონტროლდება. შესაბამისად, მაღაზიაში  მომხმარებელს ყოველთვის ახალი ტკბილეულის შეძენა შეუძლია. საკონდიტროებში წარმოდგენილი პროდუქციის გარდა, შესაძლებელია სასურველი დიზაინისა და ზომის საქორწინო, დაბადების დღისა და კორპორატიული ტორტების შეკვეთაც, რომლებზეც პროფესიონალი მხატვარ-დიზაინერები მუშაობენ.