This resolution is not supported!

კოპალა

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

დასასავენებელი და გასართობი  კომპლექსი „კოპალა" 2009 წლის მარტში გაიხსნა და დღეისათვის ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი თქვენს მეგობრებთან ერთად მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება, გაერთოთ და ითამაშოთ ყველაზე აზარტული, გამაჯანსაღებელი და თანამედროვე თამაშები როგორიცაა: ბოულინგი, ბილიარდი და გასართობი ავტომატები. „კოპალა" გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას, როგორც პატარებისათვის ასევე დიდებისათვის.

კომპლექსში გახსნილია საბვშვო სადღესასწაულო ცენტრი. აქვეა კარაოკე, სათამაშო აპარატების დარბაზი, სპორტ–კაფე, მაგიდის ჩოგბურთის, ნარდისა და ჭადრაკის მოყვარულთათვის განკუთვნილი ოთახები. შეგიძლიათ ისარგებლოთ უკაბელო ინტერნეტით.ზაფხულობით ფუნქციონირებს კაფე „ეზო“ და ბარი ღია ტერასაზე, ხოლო კინომოყვარულებს უმასპინძლებს 16 კაციანი მინი კინოთეატრი. კომპლექსი ქალაქიდან 15 წუთის სავალზე – წყნეთის ცენტრში მდენარეობს, რომელიც მუდამ მზად არის სტუმრების მისაღებად. თქვენს განკარგულებაში იქნება 25 ნომრიანი კეთილმოწყობილი სასტუმრო.

რესტორანი „კოპალა რიყე“ მდებარეობს ქალაქის ულამაზესი და უძველესი ნაწილის, ძველი თბილისის ცენტრში, ევროპის მოედანზე. იგი გარშემორტყმულია უძველესი ციხესიმაგრეებით და აქედან, მართლაც ხელმისაწვდომზე ჩანს ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები: ნარიყალას ნანგრევები, სიონის, მეტეხის და სამების ტაძრები, აბანოთუბანი, მეჩეთი, სინაგოგა, მამა დავითი, ფუნიკულიორი, ის რითიც თბილისი ხიბლავს სტუმარსა და მასპინძელს. „რესტორანი რიყე“ გამორჩეულია მშვიდი და მეგობრული გარემოთი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ არაჩვეულებრივი ქართული და ევროპული კერძები, საუკეთესო ღვინოები.

პროდუქცია/მომსახურება:
სასტუმრო, რესტორანი, კაფე/ბარი, გასართობი ცენტრი.

ტელეფონი: (032) 2 77 55 20
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 24/7