This resolution is not supported!

თსუ-სა და უნიქარდის ერთობლივი სტუდენტური ბარათი

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნიქარდს შორის 2017 წლის ივნისში ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში,  ერთობლივი პროდუქტი შეიქმნა, რომელიც სტუდენტური ბარათის და  უნივერსალური დაგროვებითი ბარათის, უნიქარდის ყველა ფუნქციას ითავსებს. 

სტუდენტური ბარათის საშუალებით ყველა იმ ოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი, რომელიც სტანდარტული უნიქარდ ბარათის მეშვეობით სრულდება - ქულების დაგროვება, დახარჯვა, ანგარიშზე დამატებითი ბარათების მიბმა და ა.შ.

პირველ ეტაპზე 10 000 სტუდენტური ბარათი დამზადდა. პროდუქტი მუდმივად, მოთხოვნის შესაბამისად დამზადდება.

მომავალში, მსგავსი ბარათის შექმნას უნიქარდი სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვისაც გეგმავს.