This resolution is not supported!

უნიქარდის შესახებ

ლოიალობის უნივერსალური სისტემა

უნიქარდი ლოიალობის უნიკალური დაგროვებითი პროგრამაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 5 200-მდე მიღების წერტილსა და 300-ზე მეტი პარტნიორ კომპანიას აერთიანებს ვაჭრობის, მომსახურებისა და საგადახდო სექტორებში. 2010 წლიდან უნიქარდის მომხმარებლების მიერ 30 000 000 ქულა გადაიცვალა საწვავის ტალონებში, მოგზაურობაში, ონლაინ გადახდებში, კატალოგის მრავალფეროვან საჩუქრებში, პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ობიქტებში არსებულ ნივთებში.

დააგროვეთ უნივერსალური ბარათით ყველგან

თქვენ შეგიძლიათ ყოვედღიურად დააგროვოთ ქულები უნიქარდის 1 800 000 მომხმარებელთან ერთად საწვავისა და პროდუქტის შეძენისას, მოგზაურობისას, კინოთეატრებში, აფთიაქებში, სპორტულ კლუბებსა თუ გამაჯანსაღებელ კომპლექსებში - ყველგან, სადაც დაგხვდებათ უნიქარდის სიმბოლო.

დააგროვება შეზღუდვების გარეშე

გამოიყენეთ უნიქარდი და დააგროვეთ ქულები ნებისმიერი სახის ანგარიშწორებისას: ნაღდი ფულით ან საგადახდო ბარათით.

დააგროვეთ უფრო სწრაფად ვისთან ერთადაც გსურთ

უნივერსალური ქულების დაგროვება შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად - უნიქარდის ანგარიშზე შესაძლოა ერთდროულად 5 ბარათის მფლობელი აგროვებდეს.

ეფექტურად გამოიყენეთ დაგროვებული ქულები

უნიქარდთან ერთად გაკეთებული შენაძენი ყველა სხვა შენაძენზე მეტია. თქვენი ჩვეულებრივი, ყოვედღიური ხარჯვისას მიღებული ქულები გამოგადგებათ ყოველდღიური წვრილმანი ხარჯების ანაზღაურებაში, უნიქარდის უნიკალური შეთავაზებების მიღებაში, მრავალფეროვანი პრიზების არჩევაში, საოცნებო ქვეყნებში მოგზაურობაში. უნიქარდის ვებგვერდზე www.unicard.ge, განყოფილებაში „რაში დავხარჯო“ გთავაზობთ საჩუქრებისა და შეთავაზებების შეუზღუდავ, სრულიად განსხვავებულ არჩევანს. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს, გაიარეთ მონაცემთა რეგისტრაცია და გადაცვალეთ დაგროვებული ქულები ნებისმიერი, თქვენთვის მისაღები საჩუქრის ფორმაში - გადაიხადეთ კომუნალური გადასახადები, იყიდეთ სასაუბრო დრო, ან სულაც წადით სამოგზაუროდ საყვარელ ადამიანებთან ერთად!