This resolution is not supported!

ბელჰაუსი უნიქარდის მფლობელებს გაორმაგებული ქულების აქციას სთავაზობს

20/05/2016

ბელჰაუსში უნიქარდის მფლობელებისთვის აქცია დაიწყო - ყველა მომხმარებელი, 20 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით, ფასდაკლებასთან ერთად გაორმაგებულ ქულებს მიიღებს. აქციის პერიოდში ავეჯის შეძენისას 20% ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო უნიქარდზე ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 2 ბონუს ქულა დაგროვდება. 

ბელჰაუსი 2012  წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და ამჟამად კომპანიები მომხმარებლებს რიგით მე-8 აქციას სთავაზობენ. პარტნიორობის განმავლობაში, ლოიალური მომხმარებლების რიცხვი სწრაფად გაიზარდა და ბარათის მფლობელებმა ბელჰაუსში ნახევარ მილიონზე მეტი ქულა დააგროვეს.

ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია სამი შოურუმით არის წარმოდგენილი. ყაზბეგის 12-ში ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანია. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას. ბელჰაუსის მაღაზიებში დეკორატიული ნივთების და ჭაღების შეძენისას უნიქარდზე ქულები არ გროვდება.