This resolution is not supported!

ჯინო ფერედაისი უნიქარდის ქსელში ჩაერთო

18/04/2016

„ჯინო ფერედაისი“ უნიქარდის პარტნიორი გახდა.  მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს გრანდიოზულ აკვაპარკს, უნიკალურ, გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო  სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზსა და კვების ობიექტებს. 

„ჯინო ფერედაისის“ აკვაპარკი წარმოადგენს  აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ, ხოლო ამიერკავკასიაში – ერთადერთ, მასშტაბურ წყლის ცენტრს უამრავი ატრაქციონით, სადაც მომხმარებელს გართობა და დასვენება 4 სეზონის განმავლობაში შეუძლია.

31 მეტრიანი ტობოგანით და დახურული და ღია აუზებით. „ჯინო ფერედაისი“  ასევე მოიცავს თბილისის ზღვის სანაპირო ზონას და  სრულ კომფორტს სთავაზობს დამსვენებელს. სანაპირო ზოლი აღჭურვილია შეზლონგებით, ქოლგებით, სხვადასხვა სახის ატრაქციონებით, გასახდელებითა და საშხაპეებით. „ჯინო ფერედაისის“ სპა ცენტრი გთავაზობთ სარელაქსაციო, არომა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ასევე უნიკალურ საუნებს და ჰიდროთერაპიისთვის განკუთვნილ ოთახებსა თუ აღჭურვილობებს. ფიტნეს ცენტრი გთავაზობთ უახლეს კარდიო და ძალისმიერ ტრენაჟორებს, აერობიკის დარბაზს და სხეულის კორექციის მრავალფეროვან საშუალებეს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კომპლექსური ვარჯიშებისათვის.

„ჯინო ფერედაისი“ მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ზღვისუბანი, ბეშენოვას ქ. 9. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.