This resolution is not supported!

უნიდეპოზიტი - ახალი პროდუქტი უნიქარდის მომხმარებლებისთვის

15/01/2016

უნიქარდი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს უნიდეპოზიტს სთავაზობს. უნიდეპოზიტი  დანახარჯის გარეშე ქულების დაგროვების  ახალი შესაძლებლობაა.უნიქარდის ძირითადი ბარათის მფლობელებს საშუალება ეძლევათ დეპოზიტის ვადის დასრულებისთანავე მიიღონ მეტი სარგებელი და გამოიყენონ დამატებითი ქულები.

უნიდეპოზიტის გახსნა შესაძლებელია 3 ან 6 თვით ძირითადი ბარათის მფლობელისთვის, თუ მის ანგარიშზე მინიმუმ 500 ქულა ფიქსირდება. დეპოზიტის საპროცენტო სარგებლის ორი ტიპი არსებობს:

სტანდარტული განაკვეთის საპროცენტო სარგებელის მიღება ხორციელდება მომხმარებლის მიერ დეპოზიტის პერიოდში ანგარიშზე თვეში 1-დან 100 ლარამდე ბრუნვის დაფიქსირებისას.

პრემიალური განაკვეთის საპროცენტო სარგებლის მიღება ხორციელდება მომხმარებლის მიერ დეპოზიტის პერიოდში ანგარიშზე თვეში 100 ან მეტი ლარის ბრუნვის დაფიქსირებისას.

განაკვეთი

3 თვიანი ანაბარი

        6 თვიანი ანაბარი

სტანდარტული

5%

10%

პრემიალური

10%

20%

 

ბარათის მფლობელს ერთ ანგარიშზე ერთდროულად რამოდენიმე დეპოზიტის გახსნა შეუძლია. უნიდეპოზიტზე სარგებლის დარიცხვა ხორციელდება ვადის ამოწურვისთანავე. დეპოზიტის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. დეპოზიტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში არ დაირიცხება საპროცენტო სარგებელი. უნიდეპოზიტის გახსნა მარტივია და შესაძლებელია, როგორც პირდაპირ უნიქარდის ვებგვერდიდან http://www.unicard.ge/ge/unideposit ასევე მომსახურების ცენტრებში ან სატელეფონო საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.