This resolution is not supported!

ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი

გაიზიარე გემოვნებისა და ტრადიციების სამყარო

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. თბილისის ზღვასთან მდებარე, ქალაქის ხმაურს მოშორებული პრემიუმ კლასის სასტუმრო განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილმდებარეობით გამოირჩევა, რაც აუცილებელი პირობაა მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.
სასტუმროს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერი კომფორტულ და სრულყოფილ დასვენებას უზრუნველყოფს. ფრანგული ღირებულებები, გემოვნებით შერწყმული ქართულ და აზიურ ტრადიციებთან ლობიში შესვლიდან იგრძნობა. „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, მყუდრო და სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 3 დამატებითი შეხვედრების ოთახით.
14 წლიანი გამოცდილების  მანძილზე „ჰოთელს & პრეფერენსი“ მთავარ ღირებულებად უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და ინოვაციურ, თანამედროვე მიდგომებს ინარჩუნებს. ფრანგული ბრენდის პირველი სასტუმრო საქართველოში, 5 ვარსკვლავიანი „ჰოთელს & პრეფერენენს ჰუალინგ თბილისიც“ სწორედ ამ ღირებულებებით მანსპინძლობს სტუმრებს.

პროდუქცია/მომსახურება:
სასტუმრო, რესტორანი.

ტელეფონი: (032) 2 50 50 25; (032) 2 97 32 97
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
სამუშაო საათები: 24/7