This resolution is not supported!

განახლებული „ჩემი გვერდი“

05/09/2017

დღეიდან, უნიქარდის ვებგვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებლს საშუალება ექნება ანგარიში და ბარათები მართოს განახლებული  „ჩემი გვერდის“  საშუალებით.

უნიქარდის პარტნიორებთან და  უნიმანიზე დაგროვებული ქულები აღირიცხება ცალ-ცალკე ანგარიშებზე და  მომხმარებელს საშუალება ეძლევა თავად  გადაიტანოს უნიმანიაზე დაგროვებული ქულები უნიქარდის ანგარიშზე, თუკი აქტივობის პირობას დააკმაყოფილებს.

აქტივობის პირობა:

უნიმანიაზე დაგროვებული ქულების უნიქარდის ანგარიშზე გადატანა და გამოყენება შესაძლებელია მომენტალურად, ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელიც წინა კალენდარული თვის მანძილზე  ჯამურად 5 ქულას დააგროვებს უნიქარდის ნებისმიერ პარტნიორ კომპანიაში.

აქტივობის პირობის დაკმაყოფილებისა და უნიმანიის ქულების უნიქარდის ანგარიშზე გადატანისთანავე, შესაძლებელი გახდება მათი გახარჯვა მომხმარებლის სურვილების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ქულების გახარჯა შესაძლებელია მხოლოდ ძირითადი ბარათის მფლობელისთვის.