This resolution is not supported!

ზაზანოვა უნიქარდის ქსელში ჩაერთო

18/04/2016

თბილისურ - ნიუ ორლეანური სალონ-რესტორანი „ზაზანოვა“ უნიქარდის პარტნიორი გახდა. რესტორანი რევაზ ლაღიძის ქუჩაზე, ოპერის გვერდით მდებარეობს და სტუმრებს უგემრიელესი სამზარეულოთი უმასპინძლდება. ლუიზიანური, კრეოლურ - კაჟუნური და ევროპული კერძები, მსოფლიოში აღიარებული მზარეულების რჩეული რეცეპტების მიხედვით და ქართული გემოვნების გათვალისწინებით მზადდება. ყოველ კვირა დღეს სალონ-რესტორანში ცნობილი ხელოვანების შემოქმედებით საღამოები ეწყობა. ამასთან ერთად, სალონში იმართება სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები, ფესტივალები, პოეზიისა და პროზის, კინო და თეატრალური საღამოები.

„ზაზანოვა“ მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. 2. რესტორანში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.