This resolution is not supported!

უპრეცედენტო აქცია სელიოსგან უნიქარდის მფლობელებს

15/04/2016

სელიოში უნიქარდის მფლობელებისთვის უპრეცედენტო აქცია დაიწყო. მომხმარებლები 100 ლარზე ან მეტ შენაძენზე უნიქარდის გატარებისას, იმდენივე ქულას დააგროვებენ, რამდენ ლარზეც გაატარებენ ბარათს. მაგალითად: 100 ლარზე 100 ქულა დაირიცხება, 101 ლარზე 101 ქულა და ა.შ. აქცია ძალაშია 30 აპრილის ჩათვლით. 100 ლარამდე შენაძენზე სელიოში ყოველ 10 ლარზე სტანდარტულად 1 ქულა გროვდება. 

დღეისათვის მამაკაცის სამოსის ბრენდის სელიოს 1000 მაღაზია 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს. წელიწადში 4, რეგულარულად განახლებადი კოლექცია იქმნება, რომელთაგან თითოეული 800 მოდელს მოიცავს. სელიოს ბრენდს 2 ხაზი აქვს - Celio*casual, ყოველდღიური ტანსაცმელი და Celio*club-კლასიკური, დახვეწილი სტილი.

მაღაზია მდებარეობს თბილისში, მისამართზე: პეკინის გამზ. №5.