This resolution is not supported!

FatherCare უნიქარდის ქსელში ჩაერთო

17/12/2015

უნიქარდის პარტნიორი FatherCare გახდა. კომპანია FatherCare 2015 წელს დაარსდა და  წარმოადგენს ერთადერთ სპეციალიზირებულ საბავშვო მაღაზიას თბილისში, სადაც წარმოდგენილია ბავშვთა კვების, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებების სრული ასორტიმენტი, აქსესუარები, ტანსაცმელი 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და სხვადასხვა სახის განმავითარებელი სათამაშოები.

FatherCare გამოირჩევა ყოველთვის დაბალი ფასებით და ხარისხიანი პროდუქციით, რომელიც დამზადებულია  ევროკავშირის ქვეყნებში და რეკომენდებულია საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ.

FatherCare ზრუნავს თქვენზე და გთავაზობთ პროდუქციის სახლში მიტანის უფასო სერვისს. აგრეთვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ კონსულტაციით. კომპანიაში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდის 1 ქულა გროვდება.

FatherCare მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. #6.