This resolution is not supported!

ლისი გრინსი უნიქარდის ქსელს შემოუერთდა

12/11/2015

უნიქარდის ქსელში სანერგე ლისი გრინსი ჩაერთო. ლისი გრინსი განსაკუთრებით ხარისხიანი მცენარეების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. კომპანია აწარმოებს პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაციას.

ლისი გრინსის ცნობილი იტალიური კომპანიის Innocenti & Mangoni Piante-ის პარტნიორია, რომელიც 1950 წლიდან წარმატებით ასპარეზობს სანერგე ინდუსტრიაში. მომხმარებელს საშუალება აქვს  ექსკლუზიურად იტალიიდან ჩამოტანილი მცენარეები საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს და შეიძინოს: მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მოყვავილე ხეები და ბუჩქები, იშვიათი ჯიშის ხილის ხეები, იაპონური ნეკერჩხალი, ლიანების, ბონსაის, ვარდებისა და ღვიების კოლექციები.

ლისი გრინსი მყიდველებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს: კონსულტაცია მცენარის შერჩევისას; რჩევები მცენარეების მოვლის შესახებ; ლანდშაფტის დიზაინის შექმნა; მცენარეების შეკვეთა იტალიიდან.

ლისი გრინსი შემდეგ მისამართზე მდებარეობს: ლისის ტბის დასახლება, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. უნიქარდზე ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.