This resolution is not supported!

საოცნებო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ვიზასთნ ერთად!

01/05/2023

თავბრუდამხვევი კუბა, მომაჯადოვებელი ნორვეგია, აფრიკული თავგადასავალი, ზღაპრული მალტა, ცეცხლოვანი იბიცა და  სხვა -  მოიგე დაუვიწყარი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ვიზასთან ერთად!

1-დან 31 მაისის ჩათვლით გადაიხადეთ მინიმუმ 40 ლარი Unicard Visa ბარათით, Apple Pay-ს ან Google Pay-ს მეშვეობით, მომენტალურად ჩაერთეთ Visa-ს გათამაშებაში და მოიგეთ მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის შანსი.

გათამაშების წესები მარტივია: საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც უკვე არის 18 წლის და აქვს Unicard Visa ბარათი, შეუძლია ტელეფონით - Apple Pay-ს, Google Pay-ს, საშუალებით გადაიხადოს მინიმუმ 40 ლარი ან მისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში და ჩაერთოს გათამაშებაში. თითოეულ ტრანზაქციას, რომელიც აღემატება მინიმუმ 40 ლარს, მიენიჭება გათამაშების 1 ვირტუალური ბილეთი. მონაწილეობისა და ბილეთების დაგროვების პერიოდია 1-31 მაისი. გათამაშება ჩატარდება 23 ივნისს და მისი ტრანსლირება მოხდება Visa-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live რეჟიმში.

თამაშდება 35 სამოგზაურო ვაუჩერი - I კატეგორიის 3 სუპერპრიზი, II კატეგორიის 12 ვაუჩერი და III კატეგორიის 20 ვაუჩერი.

წამახალისებელი გათამაშების ნებართვის ნომერი: N 19-03/46

 

იხილეთ დეტალური პირობები