This resolution is not supported!

უნიქარდის შესახებ

უნიდეპოზიტი წარმოადგენს დაგროვების დამატებით შესაძლებლობას ქულებზე სარგებლის დარიცხვის გზით.

უნიდეპოზიტზე ფულადი თანხების განთავსება და პროცენტის დარიცხვა ფულად ერთეულში არ ხორციელდება.  უნიდეპოზიტზე განთავსებული და დარიცხული ქულების სარგებლის სანაცვლოდ ფულადი თანხის მოთხოვნა დაუშვებელია.

1.    უნიდეპოზიტის ძირითადი პირობები

 

1.1.     უნიდეპოზიტის ვადა: 3 თვე ან  6 თვე;

1.2.     უნიდეპოზიტის მინიმალური ქულა:  500 (ხუთასი) უნიქარდის ქულა;

1.3.     უნიდეპოზიტის რაოდენობა ერთი ანგარიშის მფლობელზე: შეუზღუდავად;

1.4.     საპროცენტო განაკვეთი:

უნიდეპოზიტის

განაკვეთები

3 თვიანი უნიდეპოზიტი

6 თვიანი  უნიდეპოზიტი

სტანდარტული განაკვეთი

5%

10%

პრემიალური განაკვეთი

10%

20%

 

1.5.     სტანდარტული განაკვეთით სარგებელი   ქულებში  ბარათის მფლობელს დაერიცხება  უნიდეპოზიტის მოქმედების პერიოდში ანგარიშზე თვეში 1-დან 100 (ას) ლარამდე ლარამდე   ბრუნვის დაფიქსირებისას;

1.6.     პრემიალური განაკვეთით სარგებელი   ქულებში  ბარათის მფლობელს დაერიცხება  უნიდეპოზიტის მოქმედების პერიოდში ანგარიშზე თვეში 100 (ასი) ლარზე მეტი  ბრუნვის დაფიქსირებისას; ბარათის მფლობელი ავტომატურად გადადის პრემიალური განაკვეთის რეჟიმში პრემიალური განაკვეთის პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში;

1.7.     1.6 პირობა მოქმედია ანგარიშთან მიმართებაში, თუ ერთ ანგარიშზე  გახსნილია  რამოდენიმე უნიდეპოზიტი ერთდროულად, პრემიალური განაკვეთით სარგებლობისთვის დაკმაყოფილებული პირობა ვრცელდება ყველა დეპოზიტზე.

 

2.            უნიდეპოზიტით სარგებლობის ზოგადი პირობები

 

2.1.          უნიდეპოზიტის გახსნის/გაუქმების ან სხვა ოპერაციის განხორციელების უფლება აქვს უნიქარდის ძირითადი ბარათის მფლობელს;

2.2.     უნიდეპოზიტის გახსნა, გაუქმება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდიდან www.unicard.ge, ასევე სატელეფონო და მომსახურების ცენტრებიდან;

2.3.          წინამდებარე შეთანხმება დადებულად ითვლება და ძალაში შედის ბარათის მფლობელის მიერ უნიდეპოზიტის გახსნის მომენტიდან და ძალაშია უნიდეპოზიტის ვადის ამოწურვამდე და მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;

2.4.     უნიქარდი უფლებამოსილია უარი განაცხადოს უნიდეპოზიტის გახსნაზე ან გააუქმოს გახსნილი უნიდეპოზიტი სარგებლის დარიცხვის გარეშე, თუ დეპოზიტის გახსნის მომენტისათვის ბარათის მფლობელის მიერ დაგროვებული ქულები  არასანქცირებულია  ან/და დაგროვების ოპერაციას მიკუთვნებული აქვს საეჭვო ოპერაციის სტატუსი;

2.5.     უნიდეპოზიტზე სარგებელის დარიცხვა ხორციელდება  ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა;

2.6.     უნიდეპოზიტის მოქმედების ვადის განმავლობაში ქულების, ვადის ან სხვა პარამეტრის ცვლილება დაუშვებელია;

2.7.     წინამდებარე შეთანხმების ვადაზე ადრე შეწყვეტისას სარგებელი არ დაერიცხება. ძირითადი ბარათის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს უნიდეპოზიტი. უნიდეპოზიტის  გაუქმება შესაძლებელია უნიქარდში არსებული წესის შესაბამისად;

2.8.     ანგარიშის დახურვა ან სხვა ანგარიშთან გაერთიანება დაუშვებელია უნიდეპოზიტის მოქმედების პერიოდში;

2.9.     წინამდებარე შეთანხმებაზე სრულად ვრცელდება უნიქარდით სარგებლობის პირობების/ხელშეკრულების დებულებები. ამასთან ხელშეკრულებისა და წინამდებარე შეთანხმების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამ შეთანხმების პირობებს მიენიჭებათ უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია წინამდებარე შეთანხმება.