This resolution is not supported!

საახალწლო აქცია სასტუმრო "კაბადონში"

13/12/2019 - 31/03/2020

საახალწლო შეთავაზება! გაატარეთ უნიქარდი სიღნაღში მდებარე სასტუმრო „კაბადონში“ და 13 დეკემბრიდან  დააგროვეთ გა2მაგებული ქულები. დაისვენეთ სასტუმრო „კაბადონში“, ისიამოვნეთ თანამედროვე  სპა პროცედურებით და დატკბით დათოვლილი კავკასიონის ულამაზესი ხედებით.

ბუტიკ-სასტუმრო სიღნაღის ცენტრშია განთავსებული მოედანზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და დამთვალიერებლების უსაყვარლესი ადგილია. სასტუმროს ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის პანორამული ხედი იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს. „კაბადონის“ ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს მოდერნისა და ძველი ქართული და აღმოსავლური მოტივების ერთობლიობა ქმნის.
დახვეწილი გარემო, მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, მომსახურების ფართო არჩევანი და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა – „კაბადონი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვინც კომფორტს, სიმყუდროვესა და ყურადღებას აფასებს.

მისამართი: სიღნაღი, თამარ მეფის ქუჩა, 1.