This resolution is not supported!
1300
ქულა

პლაზმოლიფტინგი

ID 1444-0079
  • მომწოდებელი: ლა ბელ მედიქალ
  • პროდუქტი: პლაზმოლიფტინგი  
  • მომსახურების მისაღებად საჭიროა, პარტნიორ ობიექტში სმს კოდის წარდგენა, შეკვეთიდან 1 თვის განმავლობაში;
  • მისამართები
    • თავისუფლების მოედანი #4, მე-3 სართული
    • ვაკე, ყიფშიძის #2 (VII სართ)
პლაზმოლიფტინგი არის კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური, მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც ხანგრძლივმოქმედი ეფექტი აქვს. მისი მიზანია კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივი პროცესების აქტივაცია.
პლაზმოლიფტინგის დროს სისხლის დამუშავება ხორციელდება ბიოტექნოლოგიურ სინჯარებში ცენტრიფუგირების სპეციალური მეთოდით. შედეგად გამოიყოფა ტრომბოციტარული პლაზმა, რომელიც წარმოადგენს ქსოვილებში შესაყვან მასალას.
თრომბოპლაზმაში მაღლი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი ჰორმონები, ცილები, ვიტამინები და ზრდის ფაქტორები. თრომბოპლაზმის შეყვანის შედეგად ხორციელდება კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სინთეზირების პროცესის აქტივაცია, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობასა და სახის ლამაზი ოვალის შენარჩუნებას. ასევე ხდება კანის დამცავი სისტემის აქტივაცია, რომელიც შემდგომ ეფექტურად ებრძვის ასაკობრივ პრობლემებს. შედეგად ორგანიზმში საკუთარი რეზერვების ხარჯზე ირთვება კანის ბუნებრივი გაახალგაზრდავების ბიოლოგიური მექანიზმი.
პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახესა და დეკოლტეზე, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში (თმის სტრუქტურის გაუმჯობესების და ცვენის შემცირების მიძნით), ხელის მტევნებზე, თეძოს შიდა მხრიდან და სხეულის სხვა მოშვებულ ნაწილებზე, უსიამოვნო ფერის, დაღლილი და მოდუნებული კანის შემთხვევაში.