This resolution is not supported!

ჩაერთეთ უნიქარდის სახალისო თამაშში „იპოვე განძი“ მთაწმინდის პარკში და იპოვეთ 100-ზე მეტი საჩუქრიდან ერთ-ერთი!

12/06/2019

15 ივნისს დილის 10 საათიდან მთაწმინდის პარკში უნიქარდის თამაში „იპოვე განძი“ გაიმართება. თამაშს ტრადიციული სახე აქვს და წელს მეხუთედ იმართება.

განძის ძიებაში მონაწილეობის მიღება სახალისო და აზარტულია. თამაშის დღეს, პარკის ტერიტორიაზე დაიმალება 100-ზე მეტ საჩუქარი, რომლებიც  უნიქარდმა და მისმა პარტნიორებმა დააწესეს. თამაში განკუთვნილია 23 წლამდე ასაკის პირებისთვის. 23 წელს ზემოთ პირს თამაშში ჩართვა შეუძლია მხოლოდ ბავშვის თანხლების შემთხვევაში.

მონაწილეებს პარკის ცენტრალურ ნაწილში, შადრევანთან მდებარე უნიქარდის კუთხესთან  დაურიგდებათ მოთამაშის ნაკრები (მეგზური, რომელზეც იქნება ზოგადი მინიშნებები განძის ადგილსამყოფელის შესახებ, ბენდენა და გულსაბნევი). ამის შემდეგ დაიწყებენ დამალული საჩუქრების ძებნას. საჩუქარი გადაეცემა იმ მომხმარებელს, ვინც პირველი მიაგნებს მას. ყოველი ნაპოვნი „განძის“ შემდეგ მთაწმინდის პარკის რადიო მოთამაშეებს შეატყობინებს, თუ რამდენი საჩუქარია დარჩენილი.

გარდა საჩუქრებისა, უნიქარდი და მისი პარტნიორები  მოთამაშეების  განწყობაზეც იზრუნებენ. მთაწმინდის პარკის სტუმრებს ცენტრალურ მოედანზე, შადრევანთან სახალისო წარმოდგენები, სიუპრიზები, სხვადასხვა გასართობი აქტივობები და საჩუქრები ელით.

ასე, რომ გელოდებით 15 ივნისს  მთაწმინდის პარკში, იპოვეთ განძი და გაიხალისეთ დღე!

საჩუქრები დააწესეს უნიქარდმა და მისმა პარტნიორებმა:

  • უნიქარდი -ჰოვერბორდი, ველოსიპედი, საბავშვო სკუტერი, გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელები; ჰარი პოტერის 8 ტომი - 4 ცალი, სასკოლო ჩანთა-3ცალი, საბავშვო აუზის აბონემენტი -2 ცალი;
  • ალტაოქეი - პლანშეტი;
  • გოუ ტური - ბაქოს 3 დღიანი ტური 2 პერსონაზე;
  • სასტუმრო „მჭედლის სახლი“ სურამში – 3 დღიანი ტური ორ ადამიანზე;
  • ვულე ვუს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, 8 ცალი;
  • საბავშვო ცენტრი სელფთაიმი -  300 ლარიანი ვაუჩერი;
  • ჯინო ფერედაისში 1 დღიანი ვიზიტი 2 ადამიანზე, 7 ცალი
  • დანიური სახლი 100 ლარიანი ვაუჩერი-2 ცალი, 50 ლარიანი ვაუჩერი 4 ცალი;
  • ვუნდერკინდის სამაგიდო თამაშები, 6 ცალი
  • ჰეფი ლაუნჯი - დაბადების დღის გადახდა-2 პაკეტი, გმირი გამოძახებით-2 პაკეტი;
  • ილუზიების მუზეუმის საოჯახო  ბილეთები, 10 ცალი;
  • ქიდს ბოქსი-საბავშვო ბოქსი, 8 ცალი;
  • ქართული თემა - გოლიათი პირამიდების 7 ცალიანი ნაკრები -  12 ცალი;
  • მთაწმინდის პარკი 50 ლარიანი ბარათი, 2 ცალი;
  • იუსკი-საბავშვო სავარძელი;
  • ფორ სიზენს ტური -  სამგზავრო ბალიში, 5 ცალი;
  • ლოტუსი - ფიტნესისა და სოლარიუმის აბონემენტები;
  • ასპრია-100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
  • ქიდს სალონი - თმის შეჭრა საჩუქრად, 7 ცალი;
  • მოზარდ მაყურებელთა თეატრი-სპექტაკლის 10 ბილეთი;
  • კიკო-სათამაშო;
  • მაღაზია ჰეფი დეი-გასაბერი აუზი -5 ცალი;

გაეცანით თამაშის დეტალურ პირობებს