This resolution is not supported!

უნიქარდის 2მაგად მომგებიანი გათამაშება იწყება

13/09/2018

უნიქარდის ორმაგად მომგებიანი  გათამაშება 17 სექტემბრიდან იწყება 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ეს ყველაზე მასშტაბური გათამაშებაა, რომელსაც 10 000-ზე მეტი გამარჯვებული ეყოლება.

გათამაშება უპრეცედენტოა, როგორც მთავარი პრიზების, ასევე მომენტალური პრიზების რაოდენობით- თამაშდება 10 მთავარი და 10 000 მომენტალური პრიზი.

გათამაშების  ათივე მთავარი პრიზი ორმაგად სასარგებლო და მომგებიანია:

2 ბინა ლისზე, ტერასა ჯგუფისგან - იცხოვრე ან გააქირავე;

2 ტოიოტა პრიუსი, №1 ჰიბრიდი -  დაზოგე საწვავი და გაუფრთხილდი ბუნებას;

2 ელექტროსკუტერი  ექსკლუზიურად ი-სპეისისგან -  ეკონომიური და ეკოლოგიური;

2 ორკაციანი, დაუვიწყარი მოგზაურობა, მათ შორის ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ითვალისწინებს ექსკურსიას ნასას ცენტში, ხოლო მეორე ვენეციაში, ვენეციის კარნავალზე;

2 ხელფასი -  უნიქარდის 5000 ქულა 1 წლის განმავლობაში - დაზოგე თანხა და დააგროვე უნიქადის ქულები.

გარდა ამისა, თამაშდება 10 000 მომენტალური პრიზი - აიფონ X  და საყოფაცხოვებო ტექნიკა ალტაოქეისგან, საწვავის და მანქანის რეცხვის ტალონები ვისოლისგან, სპარის და ავერსის ვაუჩერები, ვეჯვუდის ჭურჭელი და ვაუჩერები, ასევე ტანსაცმლის, ტექსტილის, კინოს ვაუჩერები,  უნიქარდის ქულები  და სხვა.

ყოველდღიურად უნიქარდის გათამაშებას 300-მდე  გამარჯვებული ეყოლება.

გათამაშების პარტნიორები არიან: ვისოლი, ავერსი, ალტაოქეი, სპარი, ეკოგაზი, კავეა, ვეჯვუდი, უპერა.

გათამაშებაში ჩართვა მარტივია და ბილეთის მიღების 4 გზა არსებობს:

1. ბართის მფლობელები უნიქარდის ნებისმიერ პარტიორთან, ჯამურად ან ერთჯერადად დაგროვებულ ყოველ 10 ქულაზე გათამაშების 2 ელექტრონულ ბილეთს მიიღებენ.

2. მომხმარებელს შეუძლია, ასევე უნიქარდზე დაგროვებული ქულები გადაცვალოს გათამაშების ბილეთებში.  უნიქარდის 15 ქულის სანაცვლოდ 2 ბილთის მიღებაა შესაძლებელი.

3. გათამაშების ბილეთები საჩუქრად გადაეცემათ იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც უნიქარდის ვებგვერდზე მონაცემებს განაახლებენ. 

4. გათამაშების ბილეთს მიიღებენ ისინიც, ვინც უნიქარდის ფეისბუქ გვერდზე იაქტიურებენ.

თითოეულ  ბილეთს ორმაგი მოგების შანსი აქვს -  მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოიგოს როგორც მომენტალური, ასევე მთავარი პრიზი.

მომენტალური პრიზები გათამაშდება დოლურას პრინციპით ყოვედღიურად, გარდა კვირისა.

ყველა  ბილეთი, მიუხედავად იმისა,  მოიგებს თუ არა  მომენტალურ პრიზს, პარალელურად მიიღებს მონაწილეობას უნიქარდის მთავარი   პრიზების გათამაშებაში.

მთავარი პრიზების გათამაშება  11 ნოემბერს, 18:30 საათზე, იმედის პირდაპირ ეთერში გაიმართება.

რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მოგების შანსიც მეტად იზრდება!

უნიქარდთან ერთად მოგებული ბევრია!