This resolution is not supported!

უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივ აქციაში მოიგე iPhone X გამარჯვებული გამოვლინდა!

10/08/2018

უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივი ბარათის მფლობელების წამახალისებელ აქციაში გამარჯვებული გამოვლინდა, რომელსაც საჩუქრად მთავარი პრიზი iPhone X გადაეცემა.

აქციის პირობების თანახმად - 2018 წლის 1 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, გამარჯვებულმა მომხმარებელმა უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივი ბარათით, 5 ლარიანი და მეტი თანხის ოდენობის ყველაზე ბევრი - 483 ტრანზაქცია განახორციელა.

კომპანია უნიქარდი ულოცავს გამარჯვებულ მომხმარებელს გათამაშების მთავარი პრიზის, iPhone X-ს მოგებას!

უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივი  ბარათი წარმოადგენს VISA-ს კლასიკის ტიპის ბარათს, რომელიც სტანდარტული საბანკო ბარათისა და უნიქარდის ყველა ფუნქციას აერთიანებს, მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც თანხის გადახდა, ასევე უნიქარდის ქულების დაგროვება.

ერთობლივი ბარათით თანხის გადახდისას  უნიქარდის ქულების დაგროვება ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტშია შესაძლებელი,  ხოლო უნიქარდის პარტნიორ კომპანიებში აღნიშნული ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს ერიცხებათ როგორც სტანდარტული ქულები უნიქარდის პარტნიორებისგან, ასევე დამატებითი ქულები ვითიბი ბანკისგან.

ბარათი უფასოა და გაიცემა მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.

ბარათის მიღება შესაძლებელია როგორც ვითიბი ბანკის ფილიალებში, ასევე უნიქარდის მომსახურების ცენტრებში.

აიღე ბარათი დღესვე ,  დააგროვე უნიქარდის მეტი ქულა.