This resolution is not supported!

უნიქარდი და ვითიბი ბანკი აქტიურ მომხმარებელს iPhone X-ით დააჯილდოვებენ

01/06/2018

უნიქარდი და ვითიბი ბანკი ერთობლივი ბარათის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობენ. აქციის პირობის თანახმად, ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 5 ლარიან და მეტ ტრანზაქციას განახორციელებს და ყველაზე მეტჯერ გადაიხდის ერთობლივი ბარათით, 1 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით,  საჩუქრად iPhone X-ს მიიღებს.

უნიქარდმა და ვითიბი ბანკმა მომხმარებელს   უნივერსალური ერთობლივი ბარათი მაისიდან შესთავაზეს.

ერთობლივი  ბარათი წარმოადგენს VISA-ს კლასიკის ტიპის ბარათს, რომელიც სტანდარტული საბანკო ბარათისა და უნიქარდის ყველა ფუნქციას აერთიანებს, მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც თანხის გადახდა, ასევე უნიქარდის ქულების დაგროვება.

ერთობლივი ბარათით თანხის გადახდისას  უნიქარდის ქულების დაგროვება ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტშია შესაძლებელი,  ხოლო უნიქარდის პარტნიორ კომპანიებში აღნიშნული ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს ერიცხებათ როგორც სტანდარტული ქულები უნიქარდის პარტნიორებისგან, ასევე დამატებითი ქულები ვითიბი ბანკისგან.

ბარათი უფასოა და გაიცემა მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.

ბარათის მიღება შესაძლებელია როგორც ვითიბი ბანკის ფილიალებში, ასევე უნიქარდის მომსახურების ცენტრებში.

აიღე ბარათი დღესვე ,  დააგროვე უნიქარდის მეტი ქულა, იაქტიურე და მოიგე iPhoneX.