This resolution is not supported!

სასტუმრო ციტრუსი

1.4 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

ქალაქის ცენტრში მდებარე 4*-იანი სასტუმრო „ციტრუსი“ თავისუფლების მოედანთან და რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარეობს. აქვეა მუზეუმები, საგამოფენო ცენტრები, მოდური მაღაზიები, სამხატვრო გალერეები, რესტორნები, თეატრები და ოპერა.  ხმაურიანი თბილისის ცენტრში „ციტრუსი“ ყველაზე წყნარი და დაცული სასტუმროა, სადაც დასვენება სიამოვნებაა.
36 ნომერი, მათ შორის სტანდარტული, საოჯახო, სტუდიო, ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ნახევრად ლუქსი და ლუქსი, კეთილმოწყობილია და მოიცავს  სამუშაო სივრცეს, თმის საშრობს, სეიფს, ინდივიდუალურ კლიმატ კონტროლს. ყველა ოთახიდან იშლება  ქალაქის გასაოცარი ხედები.
სასტუმრო „ციტრუსი“ი სრულად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა ღონისძიებებს, სარესტორნო მომსახურებისა და ბიზნეს შეხვედრების ჩათვლით. სასტუმროს აქვს საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახი, რომლებიც 90-მდე დელეგატს იტევს.
სასტუმრო „ციტრუსი“ საუკეთესო არჩევანია მოგზაურებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესით, ოჯახთან ერთად დასვენებითა და საყიდლებზე სიარულით.

პროდუქცია/მომსახურება:
სასტუმრო; საკონფერენციო დარბაზი.

ტელეფონი: (032) 2 55 03 00; (032) 2 55 03 10
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 24/7