This resolution is not supported!

შოკოლატერია არტიზანი

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

2017 წლის ნოემბერში გაიხსნა კაფე-შოკოლატერია კონცეფციით - შოკოლადი. ჩანაფიქრი ასეთი იყო: შოკოლადის მოყვარულებს სწორედ აქ უნდა გაესინჯათ ის, რასაც სხვაგან ვერსად გასინჯავდნენ. ეს უნდა ყოფილიყო ნატურალური პროდუქტი, რომელიც ბრძოლას გამოუცხადებდა ყველანაირ ესენციას, დანამატებს, ქიმიურ მინარევებს და მეტიც, მოხარშულ ხილსაც კი.
ჩამოყალიბდა საბოლოო კონცეფცია:
✔ ბელგიური და იტალური შოკოლადი
✔ ფრანგული რეცეპტები
✔ ქართველი შეფ-კონდიტერი
სამი ბედნიერი თანხვედრა! ასე აივსო „არტიზანის“ ლამაზი დახლი 30-ზე მეტი დასახელების შოკოლადის ბონბონით, რომელიც სავსეა ცოცხალი ხილით, ყვავილებით, ციტრუსითა და სხვადასხვა ნატურალური ნუგბარით. შეგიძლიათ აქ მიირთვათ, ან სულაც შოკოლადის ულამაზესი შეკვრა მეგობრებს წაუღოთ საჩუქრად.
დღეს უკვე „არტიზანი“ საუკეთესო ადგილია სტუმრობისათვის, სადაც არამხოლოდ შოკოლადის „გამტაცებლებს“ ნახავთ, არამედ გემრიელი ლანჩისთვის სამუშაო ადგილებიდან გამოქცეულებს.
შოკოლატერია „არტიზანი“ - შეგრძნებების იუველირი!

პროდუქცია/მომსახურება:
შოკოლატერია.

ტელეფონი: (032) 2 24 43 04
Facebook
სამუშაო საათები: 09:00 - 22:00