This resolution is not supported!

კურაციო

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

„Curatio” ლათინური სიტყვაა და ქართულად მკურნალობას, სამედიცინო მომსახურებას, უფრო კონკრეტულად კი სამედიცინო ზრუნვას ნიშნავს. სწორედ ამ დასახელებითა და ამ სიტყვის მნიშვნელობის რეალიზების მიზნით დაახლოებით 20 წლის წინ შეიქმნა საქართველოში პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულება, რომლის ძირითადი პროდუქტი ოჯახის ექიმის მომსახურება იყო. ოჯახის, ანუ პირადი ექიმის მომსახურება თავისთავად კი მიზნად ისახავს ყველა მსურველს პირადი ექიმის სახით ჰყავდეს საიმედო, გულისხმიერი და მრჩეველი მკურნალი, რომლიც ზრუნავს მისი ჯანმრთელობის მდგომაროებაზე.
დღევანდელი ”კურაციო” კვლავ აგრძელებს ტრადიციას და ავითარებს კლინიკის დაფუძნების წინაპირობას. დღესაც მისი მიზანი იგივეა, რაც იყო თავდაპირველად: „ზრუნვა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომი, უწყვეტი, მაღალხარისხიანი და დაცული სისტემის მეშვეობით“.
კლინიკაში დანერგილი მართვის ინსტრუმენტები თითქმის სრულად შეესაბამება პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს (JOINT COMMISSION INTERNATIONAL ACCREDITATION STANDARDS FOR PRIMARY CARE CENTERS), რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კლინიკაში დაცული გარემოს არსებობას.

პროდუქცია/მომსახურება:
ზოგადი პროფილის კლინიკა.

ტელეფონი: (032) 2 43 01 01
ელ. ფოსტა: info@curatio.ge
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 09:30 - 20:30 (ორშაბათი-პარასკევი);                                             10:00 - 18:00 (შაბათი); 10:30 - 16:00 (კვირა)