This resolution is not supported!

თაჩი

0.9 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

TAC-ის კონცერნში შემავალი ტექსტილი კომპანიამ ექსპორტზე 1997 წელს გაიტანა და ამით ხელმისაწვდომი გახადა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში. წარმოებული ტექსტილი კონკურენციას უწევს ტექსტილის თანამედროვე ევროპულ ბრენდებს, ვინაიდან TAC-ის მენეჯმენტი ოპერირებს ლოზუნგით „არანაირი კომპრომისი ხარისხის ხარჯზე“.

TAC-ი ფლობს მსოფლიო ინდუსტრიის ბაზარზე მოღვაწეობის 40 წლიან გამოცდილებას. Tac-ის პროდუქცია მომხმარებლების დიდ მოწონებას იმსახურებს მაღალი ხარისხით და პროდუქციის მრავალფეროვნებით. TAC-ი არის სახლის ტექსტილის მოდური ტენდენციების ლიდერი. იგი სწრაფად ეხმაურება მოდის ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებს, არა მხოლოდ ხარისხით არამედ თანამედროვე დიზაინებით შექმნილი კოლექციებითაც, რომელსაც კომპანია წელიწადში ორჯერ ანახლებს. მომხმარებლების მოთხოვნების მუდმივი გათვალისწინებით იწარმოება სრულყოფილი კოლექციები, რომლებიც აერთიანებს ერთის მხრივ თანამედროვე დიზაინის ტექსტილს, ხოლო მეორეს მხრივ კლასიკური სტილის საუცხოო კოლექციას.

პროდუქცია/მომსახურება:
ფარდები, ზამთრისა და ზაფხულის საძინებლის გადასაფარებლები, პირსახოცები, სხვადასხვაგვარი აბაზანის ტექსტილი, სამზარეულოსა და საძინებლის ტექსტილი.
 

ტელეფონი: (032) 2 38 66 50
Facebook
სამუშაო საათები: 09:30 - 20:00