მუზეუმის მაღაზია
1 ქულა
ყოველ 10 ლარზე
კომპანიის შესახებ:
ეროვნული მუზეუმის მაღაზიები დაფუძნდა 2011 წლის 1 ივლისს და ის მომხმარებელს სთავაზობს წიგნების, სუვენირებისა და ქართული თოჯინების მრავალფეროვან არჩევანს. მუზეუმის მაღაზიებში წარმოდგენილია წიგნები საქართველოზე, ღია ბარათები, ქართული რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ვერცხლის, მოოქროვილი ვერცხლისა და თითბერის სამკაულები, რომლებიც შექმნილია ქართული ტრადიციული ორნამენტების და ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული სამკაულების მოტივებზე.
ეროვნული მუზეუმის შენობაში განთავსებულ მაღაზიებში შესაძლებელია ტიხრული მინანქრის, კერამიკის, თექისა და ბატიკის ხელნაკეთი ნაწარმის შეძენა. აქვე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ოქროს ფონდში დაცული ექსპონანტების რეპლიკები სამკაულებისა და სამაგიდე სუვენირების სახით, წიგნები მუზეუმების კოლექციებისა და არქეოლოგიის შესახებ. ასევე წიგნები და ფოტოალბომები საქართველოზე.
ეროვნული გალერეის მაღაზიაში კი წარმოდგენილია წიგნები საქართველოზე, ქართველი და უცხოელი მხატვრების ალბომები, პოსტერები, ჩანთები და სხვა სუვენირები ფიროსმანის ნახატების გამოსახულებით, ღია ბარათები, ქართული სამზარეულო სხვადასხვა ენებზე დ.ა.შ.
პროდუქცია/მომსახურება:
წიგნები, ღია ბარათები, ქართული რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი აქსესუარები და სუვენირები.
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (დასვენების დღე - ორშაბათი)
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ