This resolution is not supported!

როიალ ბატონი

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

„როიალ ბატონი“ საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში, ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო თბილისიდან საათნახევრის (146 კმ) სავალ მანძილზეა.
სასტუმრო-სასახლე „როიალ ბატონი“ რომელიც ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა, იდეალური ადგილია რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის.
„როიალ ბატონის“ სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო.

პროდუქცია/მომსახურება:
დასასვენებელი კომპლექსი, სასტუმრო.
სასტუმროს შემადგენლობაშია:

  • რესტორანი ღია ბარითა და ვერანდით ილიას ტბის ხედზე;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით;
  • მარანი;
  • საუნა;
  • სიგარა რუმი.            

 

ტელეფონი: 595 99 66 11; 595 99 66 00
ელ. ფოსტა: info@batoni.ge
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 24/7