This resolution is not supported!

ფასდაკლება და გა2მაგებული ქულები ბელჰაუსში

დაწყების თარიღი: 11.09.2017 | დასრულების თარიღი: 30.09.2017

 

ავეჯის სახლი ბელჰაუსი უნიქარდის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს.

აქციის პერიოდში, 30 სექტემბრის ჩათვლით  მომხმარებლები 25% ფასდაკლებას მიიღებენ რბილი ავეჯის შეძენისას და 50%-ით მეტ ქულებს დააგროვებენ ნებისმიერ შენაძენზე.

განსაკუთრებული საჩუქარი ელის  მოხმარებელს, რომელიც აქციის პერიოდში  ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. მას  საჩუქრად გადაეცემა ვიქენდ ტური რიქსოს ბორჯომში.

ბელჰაუსი 2012  წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და პარტნიორობის განმავლობაში, ლოიალური მომხმარებლების რიცხვი სწრაფად გაიზარდა.

ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია ბათუმში ერთი, ხოლო თბილისში სამი შოურუმით არის წარმოდგენილი.

 

იხილეთ მისამართები