This resolution is not supported!

ბელჰაუსის ახალი მაღაზია და საჩუქრების აქცია უნიქარდთან ერთად!

02/10/2015

ბელჰაუსი ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, უნიქარდის ყველა მომხმარებელს ასაჩუქრებს. 4-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ბელჰაუსის მაღაზიებში ნებისმიერ შენაძენზე, უნიქარდის ყველა მომხმარებელს დამატებით 200 ქულა დაერიცხება. ბარათის მფლობელები, რომლებიც 10 000 ლარზე მეტ შენაძენს გააკეთებენ, 500 ქულას მიიღებენ საჩუქრად. ხოლო უნიქარდის მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, საჩუქრად მიიღებს ვიქენდ ტურს ლოპოტაზე.

ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია 2012  წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და ლოიალური მომხმარებლების რიცხვი რამდენიმე თვეში გაიზარდა. ბელჰაუსის ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია სამი შოურუმით არის წარმოდგენილი. ახალი შორუმი ყაზბეგის 12-ში გაიხსნა, ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანი სწორედ ახალ მაღაზიაშია. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას. ბელჰაუსის მაღაზიებში დეკორატიული ნივთების და ჭაღების შეძენისას უნიქარდზე ქულები არ გროვდება.

ბელჰაუსში ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.