This resolution is not supported!

უნიქარდმა მომხმარებლებს მობილური აპლიკაცია შესთავაზა

18/09/2015

უნიქარდი 1,5 მილიონზე მეტ ბარათის მფლობელს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. დღეიდან უნიქარდის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მობილურ ტელეფონში უნიქარდის მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთონ.

აპლიკაციის მეშვეობით  ქულების დაგროვების პროცესი უფრო კომფორტული გახდა და მომხმარებელი  ყველა იმ სერვისს იღებს, რასაც აქამდე უნიქარდის ვებგვერდის საშუალებით იღებდა. გარდა არსებული სერვისებისა, უნიქარდის მობილურ აპლიკაციას  ახალი ფუნქციებიც დაემატა. უნიქარდის აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია:

● ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვება და დახარჯვა;

● ფუნქციით „ჩემ გარშემო“ უახლოესი პარტნიორი კომპანიების ობიექტების მოძიება;

● დაგროვებული ქულების შემოწმება და ამონაწერის ნახვა;

● საჩუქრის არჩევა და შეკვეთა ონლაინ კატალოგის მეშვეობით;

● აქციებისა და შეთავაზებების მიღება.

ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვება და დახარჯვა პირდაპირ მობილური ტელეფონის საშუალებითაა შესაძლებელი. ვირტუალურ ბარათს მიიღებს ისიც, ვინც ჯერ კიდევ არ არის  უნიქარდის პლასტიკური ბარათის მფლობელი. ვირტუალურ ბარათით სარგებლობა სუპერმარკეტების ქსელ სმარტში, სპარში და სააფთიაქო ქსელ ჯიპისიშია შესაძლებელი.

მობილურ აპლიკაციაში ასევე საინტერესო ფუნქციაა „ჩემ გარშემო“ –  ბარათის მფლობელი ადგილმდებარეობის მიხედვით, მის გარშემო განლაგებულ იმ კომპანიების ობიექტებს ხედავს, სადაც უნიქარდის ბარათი ტარდება. „ჩემ გარშემო“ ფუნქციის საშუალებით  მომხმარებელს უფრო უმარტივდება ისარგებლოს პარტნიორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისებით და დააგროვოს ქულები პლასტიკური ბარათით 3 500-ზე მეტ წერტილში.

აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა სმარტფონების მფლობელებისთვის play store-ზე ან app store-ზეა შესაძლებელი.