This resolution is not supported!

საჩუქრები უნიქარდის სერვისცენტრში

21/06/2015

უნიქარდი მადლობის ნიშნად ლოიალურ მომხმარებლებს ასაჩუქრებს და 22 ივნისიდან აქციას იწყებს. აქციაში მონაწილეობის მიღება უნიქარდის ყველა იმ მომხმარებელს შეუძლია, რომელიც უნიქარდის კატალოგიდან მინიმუმ 500 ქულის ღირებულების საჩუქარს შეუკვეთავს და მის გასატანად თბილისის სერვისცენტრს ესტუმრება; უნიქარდის ლოიალური მომხმარებელი სერვისცენტრიდან ნივთის/ვაუჩერის გატანისას საჩუქრად მიიღებს ბრენდირებულ ნივთს:

ჩანთას (500-დან 599 ქულამდე)

მობილური ტელეფონის პორტატულ დამტენს (600-დან 699 ქულამდე)

წყლის მათარას (700 ქულის ზევით)

 

უნიქარდის ონლაინ კატალოგში 1000-ზე მეტი ნივთი და მომსახურებაა შესული. ბარათის მფლობელებს საჩუქრის შერჩევა ასევე უნიქარდის სერვისცენტრიდან შეუძლიათ. უნივერსალური დაგროვების ბარათი უნიქარდი ლოიალური მომხმარებლებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის და ქულების დაგროვებისა და გახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

 

*დასაჩუქრდება პირველ 1000 მომხმარებელი, რომელიც დააკმაყოფილებს აქციის პირობას.