This resolution is not supported!

ბარათი მოითხოვე ქართული უკვე ხელმისაწვდომია

26/04/2017

2017  წლის აპრილიდან უნიქარდი ახალ პროექტში ჩაერთო და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, მოითხოვე ქართულის პროექტის ფარგლებში ახალი ბარათი „მოითხოვე ქართული“ გამოუშვა.

პროექტი სოციალურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. ახალი ბარათი, „მოითხოვე ქართული“ წაახალისებს მცირე  და საშუალო მეწარმეებს, სავაჭრო ობიექტებსა და მომხმარებლებს ქართული პროდუქტის წარმოებაში, რეალიზაციასა და შეძენაში.

მომხმარებლები ბარათზე „მოითხოვე ქართული“, უნიქარდის ქულებთან ერთად დამატებით „ქართულებს" დააგროვებენ.

„ქართულების“ დაგროვება ყველანაირ ქართულ პროდუქტზე სუპერმარკეტებში „სმარტი“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „იოლი“ და „ფუდმარტი“ იქნება შესაძლებელი.

ბარათის მფლობელები უნიქარდის ქულების დახარჯვას ჩვეულებისამებრ ონლაინ კატალოგში www.unicard.ge, ან პარტნიორ კომპანიებში შეძლებენ. „ქართულები“ ბარათზე უნიქარდის ქულებისგან დამოუკიდებლად  გროვდება.  დაგროვებული „ქართულების“ მიხედვით,  პროექტის ფარგლებში, წამახალისებელი კონკურსები და დაჯილდოებები ყოველ თვე გაიმართება. გამოვლინდებიან ყველაზე მეტი „ქართულების“ მფლობელი მომხმარებლები, რომლებიც  სხვადასხვა პრიზებით და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატებით დასაჩუქრდებიან.

ბარათის მიღება ნებისმიერი მსურველისთვის უნიქარდის სერვის ცენტრში სამუშო დღეებში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუ რომელიმე მომხმარებელს სურვილი ექნება ბარათი აიღოს პროექტში ჩართული სუპერმარკეტების რომელიმე ფილიალში (ფუდმარტი, სმარტი, ორი ნაბიჯი, სპარი, იოლი), გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ, უნიქარდის სატელეფონო ცენტრის, ან ფეისბუქის საშუალებით, რათა დეტალურად მოგაწოდოთ პარტნიორ ობიექტებში ბარათების გაცემის განრიგი.

დაგვიკავშირდით