This resolution is not supported!

ახალი უნიტურები უნიქარდის კატალოგს 20 აპრილამდე დაემატება

12/04/2017

უნიქარდის ონლაინ კატალოგს 2017 წლის საზღვარგარეთის უნიტურები 20 აპრილამდე დაემატება. ტურების შეკვეთა ოდნავ შეცვლილი ფორმით იქნება შესაძლებელი და ვალუტის კურსის ზრდის გამო, მათი ღირებულებაც ქულებში შესაბამისად გაიზრდება. ამჟამად კატალოგში ხელმისაწვდომია შიდა ტურები საქართველოს მასშტაბით, სასტუმროებში: „როიალ ბატონი“, „ლე პორტი“, „კაბადონი“, „შატო მერე“, „მგზავრები გონიო“ და „მგზავრები ბაკურიანი“.

2012 წლიდან საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ უნიქარდის 3000-ზე მეტმა მომხმარებელმა დაისვენა ქულებით. მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია უნიქარდის კატალოგში და ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ქულები გადაცვალონ ფასდაკლებულ ტურებში-უნიტურებში.