This resolution is not supported!

ალტაოქეი უნიქარდის ქსელში ჩაერთო

08/12/2016

ალტაოქეი უნიქარდის პარტნიორი გახდა. მაღაზიათა ქსელში ქულების დაგროვება და დახარჯვაა შესაძლებელი. 2016 წლის დეკემბრიდან, ალტაოქეის 18 მაღაზიაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ქულების დაგროვება ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას ხდება. მომხმარებელს პროდუქტის შეძენა ტექნიკის მაღაზიებში უნიქარდზე დაგროვებული ქულებითაც შეუძლია. ქულების ტექნიკაში გადაცვლა მარტივად, ადგილზევე ბარათის წარდგენით ხდება - 12 ქულა 1 ლარს უდრის.

ალტაოქეი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია საქართველოში - საქართველოს მასშტაბით  16 მაღაზია თბილისში, 1 რუსთავში, 1 ბათუმში და 1 მაღაზია ქუთაისში აქვს. ალტაოქეი მომხმარებლებს წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.  ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოში წაყვანი ბრენდების ოფიციალური ტექნიკა: SAMSUNG, SONY, AEG, ASUS, APPLE, HP, LENOVO, HUAWEI, ZANUSSI, PHILIPS, PANACONIC, CANON, HANSA, REDMOND და სხვა. 

იხილეთ მისამართები