This resolution is not supported!

გამოვიდა უნიქარდის ონალინ ჟურნალის მესამე ნომერი

18/10/2016

გამოვიდა უნიქარდის ონალინ ჟურნალის მესამე ნომერი. უნიქარდის ჟურნალში მომხმარებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ კომპანიაში მიმდინარე ყველა აქტივობაზე. მესამე ნომერში შესულია ინფორმაცია 2016 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეში მიმდინარე და განვლილი სიახლეების, აქციების, პროდუქტების, თამაშების და ახალი პარტნიორების შესახებ.

კომპანიამ ახალი, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „ბავშვთა წერილები“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში უნიქარდი ერთგულ მომხმარებელთან ერთად სოციალურად დაუცველ პატარებს სურვილებს აუსრულებს. სიახლე გვაქვს ქულების დაგროვების კუთხითაც - eBay, Booking. com, Alliexpress, New Balance, Columbia და სხვა წამყვანი საერთაშორისო მაღაზიები ერთ სივრცეშია, სადაც ონლაინ შოპინგის დროს უნიქარდზე ქულები გროვდება.

გაეცანით უნიქარდის სიახლეებს უფრო დეტალურად ჟურნალში და დააგროვეთ პოზიტივი!