This resolution is not supported!

მიიღეთ საჩუქრად 15 ქულა უნიქარდზე ლიდერბეთისგან!

22/06/2016

უნიქარდის და ლიდერბეთის მომხმარებლები 15 ქულით დასაჩუქრდებიან. ამისათვის, მომხმარებლებმა წარმატებით უნდა გაიარონ ავტორიზაცია/რეგისტრაცია ვებგვერდზე www.lider-bet.com და დაუკავშირონ უნიქარდის ბარათი ლიდერბეთის ანგარიშს. უნიქარდის ბარათის დაკავშირება ლიდერბეთის ანგარიშთან მხოლოდ ვერიფიცირებულ მომხმარებლს შეუძლია. მომხმარებლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არა აქვთ უნიქარდის ბარათი შეეძლებათ ვირტუალური უნიქარდის ბარათის დარეგისტრირება.

უნიქარდის მფლობელებს ლიდერბეთზე ლოიალობის ქულების როგორც დაგროვება, ასევე დახარჯვა შეუძლიათ. აქციის პერიოდში ყოველ დაგროვებულ 50 თეთრ ქეშბექზე 1 ქულა გროვდება (სტანდარტულ შემთხვევაში კი 50 თეთრ ქეშბექზე 0.5  ქულა დაგროვდება), ხოლო გახარჯვისას 1 ლარის ღირებულება დამოკიდებულია მომხმარებლის ტარიფზე, რომელიც სამი სახით არსებობს: სტანდარტული ტარიფის შემთხვევაში 30 ქულა = 1 ლარს, შეღავათიანი ტარიფის დროს 20 ქულა = 1 ლარს, ხოლო პრემიალური ტარიფის მქონე მომხმარებლებისთვის 15 ქულა = 1 ლარს. ტარიფი განისაზღვრება თავად უნიქარდის მომხმარებლის მიერ:

  • შეღავათიანი ტარიფი - წინა 30 დღის განმავლობაში, უნიქარდი მინიმუმ 3 სხვადასხვა კომპანიაში უნდა იყოს გატარებული ისე, რომ ფიქსირდებოდეს დაგროვების ოპერაცია;
  • პრემიალური ტარიფი - წინა 30 დღის განმავლობაში, უნიქარდი მინიმუმ 5 სხვადასხვა კომპანიაში უნდა იყოს გატარებული ისე, რომ ფიქსირდებოდეს დაგროვების ოპერაცია;
  • სტანდარტული ტარიფი - წინა 30 დღის განმავლობაში, უნიქარდი მინიმუმ 1 კომპანიაში უნდა იყოს გატარებული ისე, რომ ფიქსირდებოდეს დაგროვების ოპერაცია (თუ მომხმარებელს მხოლოდ ლიდერბეთზე აქვს დაგროვება მას ასევე შეეძლება სტანდარტული ტარიფით სარგებლობა).

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც პირველად დაუკავშირებს უნიქარდის ბარათს პირად ანგარიშს ლიდერბეთზე, ერთჯერადად 15 ქულით დასაჩუქრდება. მომხმარებელს ლიდერბეთში დეპოზიტის შევსება შეუძლია როგორც ლიდერბეთში, ასევე სხვაგან დაგროვებული ქულებით. 

იხილეთ ლიდერბეთზე უნიქარდით სარგებლობის პირობები