This resolution is not supported!

პრემიუმ ავტოში ფასდაკლება დაიწყო

25/05/2016

პრემიუმ ავტოში ფასდაკლება დაიწყო. უნიქარდის მომხმარებლები 5-დან 15%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ 25 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ პროდუქციასა და მომსახურებაზე:

- ავტომობილების სათადარიგო ნაწილები;

- საავტომობილო ზეთები;

- ავტოსამრეცხაო მომსახურება.

ფასდაკლების მოცულობა დამოკიდებული იქნება შესყიდულ პროდუქციასა და მომსახურებაზე.

კომპანია „ესეტ-ავტონაწილები“ სავაჭრო ნიშნით „პრემიუმ ავტო“ დაარსდა 1997 წელს და დღეისთვის წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილებისა და საპოხი მასალების, მაღალხარისხიან და კომფორტულ სერვის-შოპს საქართველოში. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე „პრემიუმ ავტო“ დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საცალო-საბითუმო, ასევე კორპორატიულ სეგმენტში.

პრემიუმ ავტო მდებარეობს მისამართებზე: თბილისი, ილია ვეკუას ქ. №84 და ომარ ხიზანიშვილის ქ. №59. უნიქარდის მომხმარებლები ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულას აგროვებენ.