This resolution is not supported!

უნიქარდის ახალი პარტნიორის NAF NAF-ის გაორმაგებული ქულების აქცია

06/05/2016

უნიქარდის ქსელში NAF NAF-ი ჩაერთო. პარტნიორობის დაწყების აღსანიშნავად NAF NAF-ი ბარათის მფლობელებს გაორმაგებული ქულების აქციას სამი დღით სთავაზობს. 8 მაისის ჩათვლით, მხოლოდ თბილისის ფილიალში გაორმაგებულ ქულებს მომხმარებლები ნებისმიერ შენაძენზე, მათ შორის, განახლებულ საგაზაფხულო კოლექციაზე მიიღებენ.

ქალბატონების ტანსაცმელისა და აქსესუარების ფრანგული ბრენდი NAF NAF-ი 40 წლის წინ, ძმების პატრიკ და ჟერარდ პარიენტების მიერ დაარსდა. ბრენდი თავდაპირველად პოპულარული გახდა მისი უნიკალური გამოგონებით - კომბინიზონით, რომელმაც მოახდინა რევოლუცია ტექსტილის სამყაროში. უნიკალურმა, დახვეწილმა და გაბედულმა სტილმა კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა მოდის სამყაროში და მალევე წამყვანი ბრენდების სიაში აღმოჩნდა. მაღაზიათა ქსელი NAF NAF-ი შექმნილია თანამედროვე ელეგანტური და საქმიანი ქალბატონებისთვის რომანტიული სულისკვეთებით.

ამჟამად NAF NAF Paris-ი 182 მაღაზიას საფრანგეთში ფლობს, მსოფლიოს მასშტაბით კი 425 მაღაზიას და 600-ზე მეტ აუთლეტს.

NAF NAF-ი მდებარეობს მისამართებზე: ქ. თბილისი, პეკინის გამზ. №2; ქ. ბათუმი, ნ. იმნაძის ქ. №6. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდზე 1 ქულა გროვდება.