This resolution is not supported!

„მოიგე 5000 ქულა“ ─ აქციის მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

05/04/2016

„მოიგე 5000 ქულა“ ─ აქციის მეორე ეტაპის გამარჯვებულები დღეს, 5 აპრილს გამოვლინდნენ. აქციის ფარგლებში, უნიქარდის მიერ გათამაშებული საპრიზო ფონდი შეადგენს 100 000-მდე ქულას, რომელიც აქციაში მონაწილე 11 958 ადამიანიდან, 3 010 გამარჯვებულ მონაწილეზე შემდეგნაირად გადანაწილდა: 

ქულის

რაოდენობა

მოგებული ბილეთების

რაოდენობა

5000

4

500

16

250

20

50

160

30

200

20

2 610

მოგებული ქულები მომხმარებლებს 5 დღის განმავლობაში ჩაერიცხებათ. გამარჯვებული ბილეთის ნომრები და მოგებული ქულის რაოდენობა იხილეთ დეტალურად მიმაგრებულ დოკუმენტში

შეგახსენებთ, რომ აქცია „მოიგე 5000 ქულა“ გრძელდება. აქციის მესამე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია პარტნიორ კომპანიებში (1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, 50 ლარზე ბარათის გატარებისას) მიღებული ბილეთების გააქტიურება ვებგვერდის, SMS-ის, სატელეფონო ცენტრის ან მომსახურების ცენტრის საშუალებით. ამასთანავე, აქციაში მონაწილეობა ბილეთის ქულებით შეძენითაც არის შესაძლებელი. 1 ბილეთი 9 ქულა ღირს და შეძენილი ბილეთი თავისთავად აქტიურია (დამატებით აქტივაციას აღარ საჭიროებს). მოცემული პირობების დაკმაყოფილებისთანავე უნიქარდის მფლობელი SMS-ით მიიღებს ბილეთის უნიკალურ კოდს, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია კალენდარული თვის ბოლომდე. არააქტიური ბილეთი აქციაში მონაწილეობას არ იღებს.

ყოველი მე-10 მომხმარებელი 20 ქულით დაჯილდოვდება, 50-ე 30 ქულით, მე-100 50, მე-500 250, მე-1000 500, ყოველი მე-5000 მომხმარებელი კი 5000 ქულას მიიღებს საჩუქრად.

წამახალისებელი აქცია „მოიგე 5000 ქულა“ 1 თებერვალს დაიწყო დ 3 თვე გაგრძელდება. 20, 30, 100, 250, 500 და 5000 ქულის მოგების შანსი ბარათის ყველა მფლობელს აქვს. აქცია სამ ეტაპად იყოფა. ერთი ეტაპი მოიცავს ერთ თვეს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 4 მარტს, 5 აპრილს და 5 მაისს. შესაბამისად, 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით გააქტიურებული ან შეძენილი ბილეთების გამარჯვებულების გამოვლენა 4 მარტს მოხდა, 1 მარტიდან 31 მარტის გამარჯვებულების 5 აპრილს მოხდება, ხოლო 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გამარჯვებულების 5 მაისს.