This resolution is not supported!

პოზიტივის 5 წელი ვისოლთან და სმარტთან ერთად

02/11/2015

უნიქარდი, ვისოლი და სმარტი წარმატებული თანამშრომლობის 5 წლის იუბილეს აღნიშნავენ და აღნიშნულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს ერთობლივ აქციას ─ „პოზიტივის 5 წელი“ სთავაზობენ. 2 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ბარათის მფლობელები ვისოლის ან სმარტის ქსელში  ჯამურად ან ერთჯერადად დახარჯულ 100 ლარზე 20%-ით მეტ ქულას დააგროვებენ უნიქარდზე. ქულების დარიცხვა თვის განმავლობაში ჯამურად,  ყოველ დახარჯულ 100 ლარზე, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე მოხდება.

ვისოლი ავტოგასამართი სადგურების და სმარტის სუპერმარკეტების ქსელი უნიქარდის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი პარტნიორები არიან. სტანდარტულად, უნიქარდის ბარათზე ვისოლში ყოველ დახაჯულ 10 ლარზე 1.3 ქულა, ხოლო სმარტში 1.5 ქულა ირიცხება. აღსანიშნავია, რომ სმარტში შესაძლებელია უნიქარდის ქულებით ნებისმიერი პროდუქტის შეძენაც და 11.5 ქულა უდრის 1 ლარს.

უნიქარდის ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა შესალებელია მომხმარებლის სურვილისამებრ. საჩუქრის შერჩევა და მიღება, როგორც სახლიდან გაუსვლელად ─ ონლაინ კატალოგიდან, ასევე უნიქარდის მომსახურების ცენტრში ხდება. უნიქარდის კატალოგში 1000-ზე მეტი ნივთი და მომსახურებაა შესული.

უნივერსალური დაგროვების ბარათი უნიქარდი ლოიალური მომხმარებლებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის და ქულების დაგროვებისა და გახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს. უნიქარდის დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს www.unicard.ge