This resolution is not supported!

უნიქარდის აქცია BoomBoom-ში პატარა იუბილარებისთვის დაიწყო

27/10/2015

 

BoomBoom-ში პატარა იუბილარებისთვის უნიქარდის აქცია დაიწყო. ბარათის მფლობელები, რომლებიც უნიქარდის ბაზაში დააფიქსირებენ ბავშვის სახელს, გვარს და დაბადების თარიღს, დაბადების დღის გადახდისას BoomBoom-ში საჩუქრად მიიღებენ: გა2მაგებულ ქულებს უნიქარდზე, BOOM ბარათს, მასზე დარიცხული 30 ლარით და იუბილარის უფასო მომსახურებას. აქციაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია მომხმარებელი დაუკავშირდეს უნიქარდის სატელეფონო ცენტრს 2 555 222 და დააფიქსიროს ბავშვის მონაცემები.

BoomBoom ულტრათანამედროვე საბავშვო კომპლექსია, საქართველოში ყველაზე დიდი და უნიკალური ლაბირინთით, საბავშვო სათამაშო ზონით “handsfree” (საშუალება, დატოვოთ თქვენი ბავშვი ჩვენი თანამშრომლების ყურადღების ქვეშ), ატრაქციონებითა და სათამაშო პარკებით, რომელიც ნებისმიერ გემოვნებასა და ასაკს დააკმაყოფილებს!

ატრაქციონებისა და სათამაშო აპარატების გარდა, დაუსრულებელი დღესასწაულის ტერიტორია BoomBoom-ში გთავაზობთ 2 სადღესასწაულო დარბაზს უნიკალური დიზაინით, სადაც სტუმრებს ეძლევათ საშუალება მოაწყონ ნებისმიერი დღესასწაული და, რა თქმა უნდა, გადაიხადონ დაბადების დღეები.

BoomBoom თბილისი მოლში შემდეგ მისამართზე მდებარეობს: დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ. გასართობ ცენტრში, აქციის პერიოდში, ყოველ 10 ლარზე 2.8 უნიქარდის ქულა გროვდება.