This resolution is not supported!

ბიბლუსი ქიდსი

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

„ბიბლუსი ქიდსი“ ბავშვთა შემეცნებით-ინტელექტუალური, გასართობი ცენტრია, რომელიც ვაკეში „ბიბლუსი გალერეაში“ განთავსდა.
„ბიბლუსი ქიდსი“ მოიცავს გასართობ სივრცეს, სადაც ბატუტი, კარუსელი, ბურთების აუზი და სასრიალოა გაერთიანებული. ასევე დამონტაჟებულია სათამაშო აპარატები. სათამაშო აპარატებზე შესაძლებელია ბოულინგის, ფეხბურთის, რალის, წყლის აქტივობებით თამაში. ცენტრში არიან ძიძა-ანიმატორები, რომლებსაც „პოპინსები“ ჰქვიათ. ისინი პატარების გართობასა და შემეცნებაზე იზრუნებენ. „პოპინსები“ დაეხმარებიან პატარებს ხატვაში, ძერწვაში, თიხაზე მუშაობაში.
„ბიბლუსი ქიდსის“ დევიზია „შეიმეცნე ხალისით“. გარდა იმისა, რომ ბავშვები „ბიბლუსი ქიდსში“ გაერთობიან, სახლში ცოდნით დატვირთულები წავლენ. შაბათ-კვირას გაიმართება კითხვის დღე. მოწვეული კოსტიუმირებული ზღაპრის გმირი პატარებს საკუთარ ისტორიას მოუყვება.
„ბიბლუსი ქიდსში“ ასევე განთავსებულია „ჩი გუსტას“ კაფე, სადაც „ჩი გუსტას“ ნაყინი და დესერტი იყიდება.

პროდუქცია/მომსახურება:
ბავშვთა შემეცნებით-ინტელექტუალური, გასართობი ცენტრი.

ტელეფონი: 577 01 29 26
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 10:00 - 22:00