This resolution is not supported!

თავისუფალი თეატრი - Liberty Theatre

თეატრი, რომელიც სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

„თავისუფალი თეატრი“ 2001 წლის 31 მარტს დაარსდა. დღიდან დაარსებისა „თავისუფალი თეატრი“ ინარჩუნებს ქართველი ახალგაზრდობის ყველაზე საყვარელი თეატრის სტატუსს, მისი სპექტაკლები არავის ტოვებს გულგრილს.
„თავისუფალი თეატრი“ პოპულარულია არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში. საკმარისია ნებისმიერ ქალაქში დაკიდო ერთი აფიშა, რომელიც იუწყება, რომ აქ მალე გამართავს წარმოდგენას „თავისუფალი თეატრი“ და ბილეთები უმალვე ქრება სალაროებიდან. „თავისუფალი თეატრი“ უყვარს მაყურებელს, რადგან მის სპექტაკლებში ქართველი ახალგაზრდობა მუდამ ხედავს თავის სათქმელს.
მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია „თავისუფალი თეატრის“ საგასტროლო-საფესტივალო რუკა. მან არა ერთხელ წარადგინა თავისი სპექტაკლები და მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი, ფინეთი.

პროდუქცა/მომსახურება:
თეატრი

ტელეფონი: (032) 2 98 58 21
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 11:00 - 23:00